ვაიგელი ელენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 30 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელენა ვაიგელი – (გერმ. Helene Weigel, 1900-1971), გერმანელი მსახიობი, ბ. ბრეხტის მეუღლე. მამა იყო ებრაელი იურისტი. 1919 წლიდან მოღვაწეობდა სცენაზე. 1925 წელს თამაშობს ბრეხტის პიესაში „დაფდაფები ღამეში“, რის შემდეგ ხდება „ეპიკური თეატრის“ აპოლოგეტი. 1948 წლიდან ბრეხტთან ერთად დააარსა თეატრი „ბერლინერ ანსამბლი“. აქ მან შექმნა თავისი საუკეთესო მხატვრული სახეები. მას ჰქონდა დიდი შინაგანი ტემპერამენტი, როლის ღრმად გააზრების უნარი, ვირტუოზულად ფლობდა „ეპიკური თეატრისთვის“ საჭირო მხატვრულ ხერხებს და გამოსახვის საშუალებებს.