ცზაცზიუი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:57, 17 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცზაცზიუი – (სიტყვასიტყვით – „შერეული წარმოდგენები“), ჩინური თეატრის ერთ-ერთი სახეობა. მე-12-14 საუკუნეებში ტერმინით „ცზაცზიუი“ აღინიშნებოდა ნებისმიერი თეატრალური წარმოდგენა: კომიკოსების გამოსვლები, მუსიკალურ-სასიმღერო სცენები, მარიონეტების თეატრი (და სხვ.). მოგვიანებით, ცზაცზიუის თეატრი უწოდეს სინთეზურ წარმოდგენებს, რომელშიც გაერთიანებული იყო სამეტყველო და ვოკალური პარტიები, ცეკვა, აკრობატიკა.