მარინიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:01, 4 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარინიზმი (იტალ. marinizmo) – მიმდინარეობა XVII ს. იტალიურ ლიტერატურაში, რომლის ფუძემდებელი იყო ჯამბატისტა მარინო. ბაროკოს ლიტერატურის ეს განშტოება ტიპოლოგიურად ენათესავება ფრანგულ პრეციოზულ ლიტერატურას, ესპანურ გონგორიზმს, ნაწილობრივ ინგლისურ მეტაფიზიკურ სკოლას. მათთვის ნიშანდობლივია ფორმის უპირატესობა შინაარსთან, ვირტუოზული ლექსთწყობა, ალეგორიული სახეები, უჩვეულო შედარებები, სინტაქსის ლათინური სტრუქტურა. მარინიზმისათვის დამახაებელია ამქვეყნიური ცხოვრების ამაოების, სამყაროს დისჰარმონიულობის და წინააღმდეგობრიობის მძაფრი შეგრძნება, ლირიკული პესიმიზმი, სარკაზმი, ჰედონიზმი. XX ს. 20-იან წლებში მარინიზმი იქცა მოდერნისტების ესთეტიკური დოქტრინის ერთ-ერთ საყრდენად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები