ანახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:12, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ან-აჴი (ადიღ. Ан-Акъ) – ადიღური ფოლკლორის, უპირატესად ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონაჟი – მრისხანე არწივი, ნართების მტერი. ცხოვრობს მიუდგომელ მთაზე მდგარი უზარმაზარი ხის კენწეროზე, სადაც ბუდე აქვს მოწყობილი. იკვებება ადამიანისა და ცხოველის ხორცით, რომელთა ძვლებს ბუდიდან მიწაზე ჰყრის. თავს ესხმის მარტოხელა მხედრებს, ახრჩობს, თხრის თვალებს და ფრთების დარტყმით სხეულს უგლეჯს. იტაცებს ნართ მზეთუნახავებს, რათა მათი დახსნის მსურველებს დაუნდობლად გაუსწორდეს. ნართები ამაოდ ცდილობენ ან-აჴის დამარცხებას, მასთან მორკინალი ცოცხალი არავინ გადარჩენილა. მხოლოდ გმირი შავაი შეძლებს არწივის განგმირვას და არწივის მიერ დატყვევებული საცოლის – შხაცშუცეს (Шъхьац шIуцI – „შავთმიანი“) დახსნას.

ან-აჴის ტიპოლოგიური პარალელებია ადიღური ფოლკლორის პოპულარული პერსონაჟები – მითიური არწივები.


ლიტერატურა

Нартхэр. Адыгэ эпос. Т. 5. Мыекъуапэ, 1970.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები