ბაოცზიუან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:43, 10 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაოცზიუან – (ჩინ. „ძვირფასი გრაგნილები“) – ჩინური სახალხო თეატრალური წარმოდგენის ჟანრი. იგი გადმოსცემდა ეპიკურ თქმულებას (დიალოგის ფორმის პროზა), თან ახლდა სიმღერა და მუსიკალური აკომპანემენტი.

ტერმინი „ბაოცზიუან” ცნობილია მე-12 საუკუნიდან, ხოლო ჟანრმა გავრცელება ჰპოვა მე-14 – მე-20 სს. დასაწყისში სამხრეთ ჩინეთის მთელ რიგ რაიონებში. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული რელიგიასთან (ბუდიზმთან, მოგვიანებით კი ფარულ რელიგიურ სექტებთან) დასაწყისში ბაოცზიუანის წარმოდგენებისათვის გამოიყენებოდა ბუდისტური სიუჟეტები (ღვთაება გუან-ინის ცხოვრების აღწერა და სხვ.), შემდგომში – პოპულარული ფოლკლორული მოტივები (თქმულებები თეთრ გველზე, ლან შან-ბოზე და ჩჟუ ინტაიზე და სხვ.), თქმულებები და მითები დაოსების ბუდისტური რელიგიური სექტებისა (ხე სიან-გუს, ტუ-დის და სხვათა შესახებ). ბაოცზიუანის შემსრულებლები იყვნენ ბერები, შემდგომში – პროფესიონალი მომღერლები. მე-19 საუკუნის დასასრულს ბაოცზიუანმა შეიძინა საყოფაცხოვრებო დანიშნულებაც (სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ლოცვა და ა.შ.). დღეისათვის ბაოცზიუანის ტექსტებს შეისწავლიან ჩინელი ლიტერატორები.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები