ედემაგენოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:43, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ედემაგენოზი - (oedemagenosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Oedemagena + ბერძნ. osis დაავადება) – ენტომოზური დაავადება.
აღმძვრელი, კანქვეშა ბორას – Oedemagena tarandi-ის ლარვა პარაზიტობს ჩრდილოეთის ირმის შემაერთებელ კუნთოვან ქსოვილსა და კანქვეშა უჯრედისში ზურგის, გავისა და თეძოს მიდამოებში. უპირატესად ავადდება მოზარდეული, ავადმყოფი და გამხდარი ცხოველი.
სიმპტომები: ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით ფისტულების გაჩენა ზურგისა და გავის მიდამოებში. ფისტულების ადგილები ცხელია და ხელის დაჭერით – მტკივნეული. მათ ირგვლივ ბალანი აბურძგნულია და დასვრილია შემხმარი გამონადენით. დაავადებული ირემი ნაკლებად მოძრაობს, ხშირად ისვენებს, გამხდარია, ჩამორჩება ჯოგს.