აკარიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:23, 3 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკარიდები – (ბერძნ. akari ტკიპი), მცირე ზომის მქავანა ტკიპები; მიეკუთვნებიან Acaridae-ს ოჯახს, Arachnoidea-ს კლასს.
აკარიდების სხეული მრგვალია. მათ არ აქვთ თვალები და ტრაქეა; გააჩნიათ მოკლე კიდურები, მისაწოვრებით თათებზე. ლოკალიზებენ ძუძუმწოვართა და ფრინველების კანის სისქეში. აკარიდები განვითარების ყველა სტადიაზე პარაზიტობენ.