რიპიცეფალუსი
რიპიცეფალუსი – (Rhipicephalus; ბერძნ. rhipis მარაო + kephale თავი), პარაზიტიფორმული ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს. Rhipicephalus bursa (ლათ. ტომარა, ჩანთა) – ორმასპინძლიანი ტკიპი, გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში. მისი ბიოტოპებია – ყამირი საძოვრები და იშვიათი ბუჩქნარებიანი საბალახო ფართობები. იგი ცხვრის ბაბეზიოზის, პიროპლაზმოზისა და ავიტელინოზის აღმძვრელების გადამტანია.
Rh.sanguineus (ლათ. სისხლიანი) – ძაღლის პიროპლაზმოზის აღმძვრელის გადამტანი; Rh.rossicus (ლათ. რუსული) – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის პიროპლაზმოზის აღმძვრელის გადამტანი;
Rh.turanicus (ლათ. თურანიდან – მდებარეობს აზიაში) – ცხენის ნუტალიოზისა და ღორის პიროპლაზმოზის აღმძვრელების გადამტანი. გარდა ამისა, სავეტერინარო მნიშვნელობა აქვს რიპიცეფალუსის გვარის 10 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში.