დრაკუნკულოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დრაკუნკულოზი - (dracunculosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dracunculus + ბერძნ. osis დაავადება) – ძაღლის, ცხენის, მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვისა და ადამიანის ჰელმინთოზი. აღმძვრელი – Dracunculus medinensis პარაზიტობს კანქვეშა უჯრედისში. დრაკუნკულოზი ფართოდაა გავრცელებული ავღანეთში, ირანში, ერაყში, აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

დაავადება დასნებოვნებიდან 8-12 თვის შემდეგ ვლინდება. კანზე, უმეტესად კიდურების მიდამოში, მოწითალო ფერის ბუშტები ჩნდება, რომლებიც ჩირქდება; მეორეული მიკროფლორით დაინფიცირებისას კანქვეშა უჯრედისში ანთებითი პროცესი ვითარდება, ხოლო დაავადების გართულებისას – კანის, კუნთების, მყესებისა და სახსრების ფიბროზი.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები