დიოქტოფიმოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 21 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიოქტოფიმოზი - (dioctophymosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dioctophyme + ბერძნ. osis დაავადება) – ხორცისმჭამელი ცხოველების, იშვიათად ღორის, ცხენის, ძროხის, ადამიანის ჰელმინთოზი.
Dioctophyme renale – სახეობა, პარაზიტობს შარდის ბუშტში, თირკმელებში, იშვიათად მუცლის ღრუს სხვა ორგანოებში. დიოქტოფიმოზი შესაძლოა არ გამოვლინდეს, ვიდრე მეორე თირკმელი ახდენს დაზიანებული თირკმელის კომპენსირებას. ორივე თირკმლის დაზიანების შემთხვევაში ფერხდება ცხოველის ზრდა-განვითარება, იგი გამხდარია. შემდეგ ვითარდება თირკმელის უკმარისობა და ნერვული მოვლენები, ზოგჯერ – შარდის შეკავება. ცხოველი ურემიის შედეგად იღუპება.