არგას
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:59, 6 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არგას - (Argas; ბერძნ. მბრწყინავი) – ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Argasinae-ს ქვეოჯახს, Argasidae-ს ოჯახს, Arachnoidea-ს კლასს. Argas persicus (ლათ. სპარსული) – სახეობა „სპარსული ტკიპი“, პარაზიტობს ფრინველებზე. მისი სხეული (სიგრძე 9 მმ-მდე, სიგანე – 6 მმ-მდე) მკვრივი და კვერცხისებრი ფორმისაა. ვენტრალურ მხარეზე ხორთუმია. გვერდითი ნაკერები და რანტები კარგად არის გამოკვეთილი. იგი არის ფრინველის ბორელიოზის, ტუბერკულოზის, ტიფის აღმძვრელების გადამტანი. ბინადრობს საფრინველეებში, გარეული ფრინველების ბუდეებში ან მათ შორიახლოს.