კარტოფილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:19, 2 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარტოფილის ფოთლები და ყვავილები

კარტოფილი – ლათინური დასახელება – Solanum tuberosum L.

ბოტანიკური ოჯახი – ძაღლყურძენასებრთა
სიცოცხლის ხანგრძლივობა –ერთწლიანი
განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 16-180C
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 70-75%
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა – 80-90% (ტუბერების ფორმირებისას)
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH – 4,5-6,5
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -10C
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 400C
სასურველი წინამორბედი კულტურები – თავთავიანი, სამარცვლე პარკოსანი და ბაღჩეული კულტურები, კომბოსტო, კიტრი, ხახვი
არასასურველი წინამორბედი კულტურები – პომიდორი, კარტოფილი, თამბაქო, ბადრიჯანი, წიწაკა.

სარჩევი

ისტორია

ვინსენტ ვან გოგი „კარტოფილის მჭამელები“

კარტოფილი (Solánum tuberósum) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ერთწლოვანი გორგლოვანი მცენარეა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ზომიერჰავიანი კლიმატის მქონე ქვეყნებში. ეს მცენარე პირველად მოიშინაურეს სამხრეთ ამერიკელებმა დაახლოებით 140 საუკუნის წინ, საქართველოსში კი კარტოფილის კულტურა 200 წელს ითვლის. დღესდღეისობით მსოფლიოში არსებობს კარტოფილის მოყვითალო, მოწითალო, მოლურჯო ან სხვა შეფერილობის ბოლქვების მქონე ნაირსახეობები, რომლებიც მდიდარია B1, B2, B6, C, PP ვიტამინებითა და სხვა სასახრგებლო ნივთიერებებით. კარტოფილი იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასა და ისტორიასთან, რომ ბელგიაში, დანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, კანადაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში არსებობს კარტოფილისადმი მიძღვნილი მუზეუმები; ვან გოგის ნახატი „კარტოფილის მჭამელები“ კი კარგად მეტყველებს ადამიანის კვების რაციონში მის მნიშვნელობაზე. კარტოფილს საპატიო ადგილი უჭირავს 50-ზე მეტი ქვეყნის ეროვნულ სამზარეულოში და მისგან მზადდება მსოფლიოში პოპულარული ისეთი წასახემსი, როგორიცაა „ჩიფსი“ და კარტოფილის „ფრი“.


გავრცელებული პერსპექტიული ჯიშები

ესტრელა მაღალმოსავლიანია, რეზისტენტული დაავადების მიმართ, ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს 120-122 დღეს.
ლაბადია მაღალმოსავლიანი, საშუალო პერიოდის ჯიშია, აქვს კარგი სასაქონლო შესახედაობის ტუბერები, ვეგეტაცია გრძელდება 110-112 დღე.
მესხური წითელი საშუალოდ-საგვიანო, მაღალმოსავლიანი და დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშია, ვეგეტაცია გრძელდება 110-120 დღის განმავლობაში.
პიკასო მაღალმოსავლიანი ჯიში, ახასიათებს მოწითალო-ვარდისფერი წერტილები ტუბერზე. საგვიანოა, მისი ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს 125-140 დღეს.
კარტოფილის ტუბერები

საბაზისო აგროკალენდარი

აგროღონისძიება დას. საქართველო აღმ. საქართველო
ნიადაგის განოყიერება II-III X-XI
მოხვნა II-III X-XI
დადისკვა-კულტივაცია II-III მთაში IV-V II-III მთაში IV-V
დარგვა II-III მთაში V-VI II-III მთაში V-VI
წამლობები IV-VII მთაში VI-IX IV-VII მთაში VI-IX
მოსავლის აღება IV-VIII მთაში IX-X VIII-IX მთაში IX-X


ნიადაგის დამუშავება

კარტოფილის დასარგავად იდეალურია ნიადაგი, რომელიც გაზაფხულზე ადრე და კარგად თბება, კარგად ატარებს ჰაერსა და წყალს, აქვს ფხვიერი სტრუქტურა და მდიდარია საკვებით.

დასარგავად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა.


თესვის წესები და ნორმები

კარტოფილი ხელით, ან სპეციალური დასარგავი მანქანით ირგვება. გავრცელებულია მწკრივად დარგვა: 70-75 სმ. მწკრივებს და 25-35 სმ. ტუბერებს შორის დაშორებით. მცირე ფართობებზე მიღებულია ბუდობრივი რგვა. 50X50 სმ-ზე. დარგვის სიღრმე მშრალ მსუბუქ ნიადაგებზე 12-14 სმ, ხოლო ტენიან და შედარებით მძიმე ნიადაგებზე 10-12 სმ-ია. ერთ ჰა-ზე საშუალოდ საჭიროა 2,5-3,5 ტონა ტუბერი, მასით 50-70 გრამი.

მორწყვა

მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. კარტოფილის ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:

  • ჯერადობა: 3-5
  • თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 700-800 მ3 (კვალში მიშვებით)
  • ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: ყვავილობის პერიოდი.
  • მორწყვის მეთოდი: წვეთოვანი, ან კვლებში მიშვების მეთოდით

.

საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფის საორიენტაციო სისტემა*

ზოგადი ინფორმაცია: ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად, შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი 4,8 კგ., ფოსფორი 3,5 კგ., კალიუმი 10,1 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

გამოკვების ზოგადი საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე 40 ტონა მოსავლის მისაღებად
საკვები ნივთიერება შეტანის ნორმა სუფთა ნივთიერება შეტანის ვადა
N – აზოტი 192,0 კგ ვეგეტაციის პერიოდში გამოკვების სახით
P – ფოსფორი 140,0 კგ. 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი – გამოკვების სახით.
K – კალიუმი 404,0 კგ. 2/3 მზრალად მოხვნის წინ. დანარჩენი გამოკვების სახით.
ნაკელი მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა: აზოტი 42 კგ., ფოსფორი 65 კგ., კალიუმი 224 კგ (სუფთა ნივთიერებები)

ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

ბრძოლა მავნე ორგანიზმებისა და სარეველების წინააღმდეგ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ქიმიური ბრძოლის ზოგადი სქემა
მავნე ობიექტი შესხურების პერიოდი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება
მავნებელ-დაავადებების კომპლექსი (რიზოქტონიოზი, ქეცი, მაისის ხოჭო, კოლორადოს ხოჭო და სხვ.) სარგავი მასალის შეწამვლა დარგვამდე იმიდაკლოპრიდი * პეციკურონი
დაავადებების კომპლექსი (ფიტოფტორა, ალტერნარია, მაკროსპორიოზი და სხვ. ვეგეტაციის პერიოდში საჭიროების მიხედვით ფენამიდონი-პროპამოკარბიდ-ჰიდროქსიდი; ბორდოს ნარევი
მავნებელთა კომპლექსი (კოლორადოს ხოჭო, ჩრჩილი, ვირუს მატარებლები და სხვ.) ვეგეტაციის პერიოდში საჭიროების მიხედვით დელტამეტრინი; იმიდაკლოპრიდი
ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ
განვითარების ფაზა ჰერბიციდის ტიპი რეკომენდირებული მოქმედი ნივთიერება
ყველა ტიპის სარეველა – კარტოფილის დარგვამდე, ან აღმოცენებამდე ტოტალური გლიფოსატი
ერთწლიანი და მრავაწლიანი მარცვლოვანი სარეველები სელექციური ტეპრალოქსიდიმი
ორლებნიანი და ერთლებნიანი სარეველები სელექციური მეტრიბუზინი
მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდები

კარტოფილის მავნე ორგანიზმებისა და სარეველებისგან დაცვის მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანი მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებებია: კულტურათა მონაცვლეობა, ნიადაგის მოვლითი სამუშაოები და დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების წარმოება.

მოსავლის აღება/შენახვა

კარტოფილის აღება ტუბერების შემოსვლის მიხედვით ხდება. კარტოფილის ტუბერი ასაღებად მზადაა, როცა მას კანი კარგად აქვს გამაგრებული და ხელით ადვილად არ სცილდება. აღება უმჯობესია დაწყებული იქნას მწვანე მასის შეხმობიდან 3-5 დღის შემდეგ. ზოგჯერ კარტოფილის ფოთლები გვიანობამდე მწვანედ რჩება. ამ შემთხვევაში მიმართავენ გათიბვას.

ახლად აღებული ტუბერები მზეზე გაშრობის, გადარჩევა-დახარისხების შემდეგ საცავში შეინახება. შენახვის ოპტიმალური პირობებია: ტემპერატურა 2-60C, ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85-90%.


წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები