დერმანისუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:08, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დერმანისუსი - (Dermanyssus; ბერძნ. derma კანი + nyssein ჩხვლეტა) – ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Dermanyssidae-ს ოჯახს, Gamasoidea-ს ზეოჯახს, Parasitiformes-ის რაზმს.
Dermanyssus gallinae (ლათ. gallinae ქათამი) – სახეობა, პარაზიტობს ფრინველის სხეულზე; ბინადრობს სინანთროპული ფრინველების საბუდარებსა და გარეული ფრინველების ბუდეებში. სისხლმწოვი ექტოპარაზიტი. ბორელიოზის, ორნიტოზის, ქოლერისა და ფრინველის ჭირის აღმძვრელების გადამტანი.