ამფიბია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:45, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამფიბია - (Amphibia; ბერძნ. amphi ორივე მხრიდან + bioun ცხოვრება, მცხოვრები წყალსა და ხმელეთზე) – წყალხმელეთა ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ წყალსა და ხმელეთზე (ბაყაყი, სალამანდრა); მიეკუთვნებიან ხერხემლიანთა კლასს. ლარვული ფორმები სუნთქავენ ლაყუჩების მეშვეობით, ზრდასრული ფორმები – ფილტვებით და ლორწოთი დაფარული კანის მეშვეობით. ამფიბიების ზოგიერთი სახეობა ჰელმინთების შუალედური, დამატებითი ან რეზერვუარული მასპინძლია.