აკარიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:13, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკარიდები (ბერძნ. akari ტკიპი) – მცირე ზომის მქავანა ტკიპები; მიეკუთვნებიან Acaridae-ს ოჯახს, Arachnoidea-ს კლასს. აკარიდების სხეული მრგვალია. მათ არ აქვთ თვალები და ტრაქეა; გააჩნიათ მოკლე კიდურები, მისაწოვრებით თათებზე. ლოკალიზებენ ძუძუმწოვართა და ფრინველების კანის სისქეში. აკარიდები განვითარების ყველა სტადიაზე პარაზიტობენ.