ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (ეკმს), რომლის უმთავრესი მიზანია კანონმდებლობის დაცვა ხელშეკრულებების ინტერპრეტაციისა და იმპლემენტაციის პროცესში, ასევე, სამართლებრივი დავების მოგვარება ეროვნულ მთავრობებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის. გარკვეულ შემთხვევებში ევროკავშირის ინსტიტუტების წინააღმდეგ დავის წარმოება ასევე შეუძლიათ პირებს, კომპანიებსა და ორგანიზაციებს. თავისი პრეცედენტული სამართლით სასამართლომ არსებითი როლი ითამაშა ევროპული ინტეგრაციის გაღრმავების საქმეში. მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ერთიანი პოლიტიკის მიმართულებების ეფექტური ფუნქციონირება.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები