გომბორის ამაღლების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:23, 2 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომბორის ამაღლების ეკლესია (განვით. შუა საუკ.), დგას სოფ. გომბორის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია), ჩრდილოეთით, 2,5 კმ-ზე.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია. სამხრიდან მას მინაშენი ეკვროდა, რომელიც ეკლესიის ძირითად ნაწილთან წყობით იყო დაკავშირებული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ამჟამად მისგან (აფსიდის შესაბამისი გვერდებითურთ) შემორჩენილია: სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეები და სამხრეთი კედელი, თუმცა წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი მათაც აკლია. ჩრდილო-აღმაღმოსავლეთ კუთხის შემორჩენილ ნაწილს ნგრევის შედეგად ისეთი ფორმა მიუღია, რომ იგი მაღლა აშვერილ ხელის მტევანს წააგავს. სამხრეთი კედელი კი, აფსიდის შესაბამის მხართან ახლოს, გახეთქილია, კედლის დასავლეთ ნაწილი დაძრულია და გადაქცევის პირასაა მისული. დასავლეთ და ჩრდულოეთ კედლების კვალიც კი აღარ ჩანს. ეკლესიის შიგნით ამოსულია ხეები. ინტერიერი 1-1,5 მ სიმაღლეზე მიწითა და ქვებითაა ამოვსებული, მინაშენი კი მთლიანად დანგრეულია.

ეკლესიის შემორჩენილი კედლები ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის, სრულიად დაუმუშავებელი ნატეხი ქვითა და კირის დუღაბითაა ნაგები. ქაოსურ წყობაში ალაგ-ალაგ ჩართულია ლოდებიც.

ეკლესიას შესასვლელი სამხრიდან, მინაშენიდან ჰქონდა. კარი გარედან მთლიანი, მოგრძო ქვითაა გადახურული, შიგნით კი – თხელი ქვებით გამოყვანილი თაღით, რომელიც ფორმით ნახევარწრეს უახლოვდება. ჰქონდა თუ არა ეკლესიას კიდევ სხვა შესასვლელი, გათხრა-გასუფთავების გარეშე ამის დადგენა შეუძლებელია.

აფსიდს, როგორც ეს შემორჩენილი ნაწილებიდან დგინდება, ნახევარწრიული მოხაზულობა ჰქონია. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში, იქ, სადაც კედელი ყველაზე თხელია, მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია. მსგავსი ნიში აფსიდის სამხრეთ გვერდშიც ყოფილა მოწყობილი (შემორჩენილია ნაწილი). აფსიდის კუთხეებიდან მხოლოდ სამხრეთისაღაა შემორჩენილი, რომელიც თითქმის მთელ სიმაღლეზე დგას. აფსიდი დასრულებული იყო კონქით. მისი წყობის რამდენიმე ქვა აფსიდის ჩრდილოეთ გვერდს შემორჩა.

სამხრეთ კედელში, შესასვლელის გასწვრივ, კედლის კონტურის მიხედვით ჩანს, რომ ამ ადგილას სარკმელი იყო გაჭრილი.

ეკლესიის მინაშენიდან შემორჩენილია მხოლოდ კამარის ნაშთი, რომელიც სამხრეთ კედელს თითქმის აღმოსავლეთ კიდემდე გასდევს. აქედან ირკვევა, რომ მინაშენი უაფსიდო იყო და აღმოსავლეთით სწორი კედლით სრულდებოდა.


ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები