ედემაგენოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ედემაგენოზი - (oedemagenosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Oedemagena + ბერძნ. osis დაავადება) – ენტომოზური დაავადება. აღმძვრელი, კანქვეშა ბორას – Oedemagena tarandi-ის ლარვა პარაზიტობს ჩრდილოეთის ირმის შემაერთებელ კუნთოვან ქსოვილსა და კანქვეშა უჯრედისში ზურგის, გავისა და თეძოს მიდამოებში. უპირატესად ავადდება მოზარდეული, ავადმყოფი და გამხდარი ცხოველი. სიმპტ.: ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით ფისტულების გაჩენა ზურგისა და გავის მიდამოებში. ფისტულების ადგილები ცხელია და ხელის დაჭერით – მტკივნეული. მათ ირგვლივ ბალანი აბურძგნულია და დასვრილია შემხმარი გამონადენით. დაავადებული ირემი ნაკლებად მოძრაობს, ხშირად ისვენებს, გამხდარია, ჩამორჩება ჯოგს.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები