დიკროცელიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:31, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიკროცელიოზი - (Dicrocoeliosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dicrocoelium + ბერძნ. osis დაავადება) – შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველების ჰელმინთოზი. Dicrocoelium lanceatum – სახეობა, პარაზიტობს ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლის ნაღველსადინარებში. უპირატესად ავადდებიან მცოხნელი ცხოველები – ცხვარი, თხა, ძროხა, კამეჩი, აქლემი, ირემი და სხვ. დაავადება გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით, სამხრეთის ქვეყნებში. ინტენსიური დაინვაზიების დროს აღინიშნება დაკნინება, ფაღარათი, რომელიც ყაბზობით იცვლება. მატყლი მსხვრევადი ხდება, ცვივა. გულმკერდისა და ღაბაბის მიდამოში შეშუპება ჩნდება. ფურები წველადობას ამცირებენ. მოზარდეულის დაავადება ხილული კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. სამ წელზე მეტი ასაკის ცხვარი ძლიერ გამხდარია.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები