ნაკაშიძე ნინო (დიპლომატი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:56, 22 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ნაკაშიძე ნინო – (Nakashidze Nino), ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დიპლომატი, 2008-2013 წლბში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

დაიბადა 9 ნოემბერი,1955 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1972-1977 – ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური და გერმანული ენების ფაკულტეტი,დიპლომი და მაგისტრის ხარისხი;
1977-1980 – მ. ტორეზის სახელობის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტი ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ენის კათედრის ასპირანტი, დიპლომი და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;
2000 – ამერიკული სწავლების ფულბრაიტის პროგრამა,ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი, აშშ;
2006 – აშშ კონგრესის დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამა;
2007 – სამთავრობო სწავლების პროგრამა, ტოკიო, იაპონია.

სამუშაო გამოცდილება:
2019-დან – სამაუწყებლო კომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე;
2013-2019 – სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს გენერალური დირექტორის მოადგილე;
2008-2013 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსი;
2004-2008 – საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი; პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
2002-2008 – ამერიკული სწავლების ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი;
1995-2005 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
1994-2010 – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი;
1982-1993 – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები: ევროპის პრიზი ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერისათვის.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები