ბრაქიცერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბრაქიცერა - (Brachycera; ბერძნ. brachys მოკლე + keras რქა) – მწერების (მოკლეულვაშიანები) ქვერაზმი, რომელიც აერთიანებს ოჯახებს: Hypodermatidae (კანქვეშა ბორები), Gastrophilidae (კუჭის ბორები), Oestridae (ცხვირ-ხახის ბორები), Muscidae (ნამდვილი ბუზები), Calliphoridae (ლეშის ბუზები), Sarcophagidae (ხორცის რუხი ბუზები), Tabanidae (ბუზანკალები) და Hippoboscidae (სისხლის მწოველები).