მონოპოლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:30, 13 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონოპოლია - (monopoly, ბერძ. monos ერთი, pole ვყიდი),

  1. წარმოების, ვაჭრობის, რეწვის და ა.შ. განსაკუთრებული უფლება, რომელიც ეკუთვნის ერთ პირს, პირთა განსაზღვრულ ჯგუფს ან სახელმწიფოს;
  2. მსხვილ მეწარმეთა გაერთიანება, რომელიც წარმოიქმნება წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაციისა და ცენტრალიზაციის საფუძველზე. მონოპოლიის ძირითადი სახეებია: კარტელი, სინდიკატი, ტრესტი, კონცერნი, კონსორციუმი, კონგლომერატი;
  3. საბაზრო სიტუაცია, როდესაც ბაზარზე არის ერთსახოვანი პროდუქციის ერთი მწარმწარმოებელი (გამყიდველი, მიმწოდებელი) და მრავალი მომხმარებელი, მყიდველი. (საპირისპიროა - მონოპსონია). თუ ბაზარზე ერთი გამყიდველი და ერთი მყიდველია, მაშინ საქმე გვაქვს ორმხრივ მონოპოლიასთან. ასეთ სიტუაციას აბსოლუტურ მონოპოლიას უწოდებენ, თუმცა, როგორც სრულყოფილი კონკურენცია, ასევე, აბსოლუტური მონოპოლია არ გვხვდება რეალურ ცხოვრებაში.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები