ახალი ინდუსტრიული ქვეყნები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:58, 30 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ახალი ინდუსტრიული ქვეყნები – (new industrial countries - NiCs), ეკონომიკური განვითარების შედარებით მაღალი დონისა და დინამიკური მრეწველობის მქონე, მსოფლიო ვაჭრობაში, საფინანსო და საინვესტიციო სისტემაში აქტიურად ჩართული ქვეყნების მცირე ჯგუფი. მათ რიცხვს მიეკუთვნება არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, თურქეთი, ისრაელი, საბერძნეთი, სინგაპური, სამხრეთი კორეა, ტაივანი, ჰონკონგი (ჩინეთის შემადგ.).