წვადი მასალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:12, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წვადი მასალა − მასალა, რომელიც ცეცხლის ან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად აალდება, ღვივდება ან ნახშირდება და აგრძელებს წვას, ფუჟვას, დანახშირებას მოკიდების წყაროს მოშორების შემდეგაც. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ორგანული წარმოშობის მასალები: მერქანი, ტორფის ფილები, სახურავის რულონური მასალები (ტოლი, რუბეროიდი), რეზინა, ლინოლიუმი, პოლიქლორვინილი, ბიტუმი, ასფალტი. სითხეს ეწოდება წვადი, თუ ცეცხლის წყაროს მოცილების შემდეგ ის აგრძელებს წვას და აქვს ფეთქებადობის ტემპერატურა 61°C-ზე მეტი. აირს ეწოდება წვადი, თუ მას შეუძლია შექმნას ჰაერთან აალებადი და აფეთქებასაშიში ნარევი არაუმეტეს 55°C ტემპერატურის დროს.