რეზინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეზინი

რეზინი – (ლათ. resina ფისი), მასალა, რომელიც მიიღება კაუჩუკის ვულკანიზაციით. ის კონსტრუქციული მასალაა აღჭურვილი უნიკალური თვისებების კომპლექსით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ელასტიკურობა ტემპერატურის დიდ დიაპაზონში.

რკინაბეტონის სვეტის რეზინის ანტისეისმური დემპფერი

გოგირდის შემცველობის მიხედვით არჩევენ რბილ (1-3% გოგირდი) და ნახევრადმაგარ ან მაგარ (30% გოგირდი) რეზინს. სპეციალური თვისებებიდან მნიშვნელოვანია თბო-, ბენზინ-, ცხიმ-, ყინვამედეგობა, აგრეთვე მედეგობა რადიაციისა და აგრესიული გარემოს (ტუტეები, ჟანგბადი, ოზონი) მიმართ. რეზინის მექანიკური თვისებები დამოკიდებულია მისი ნარევისა და შემავსებლების ტიპზე, რომლის მიხედვით რეზინი ყოფენ ორ ჯგუფად:
1. საერთო დანიშნულების (საბურავები, ლენტები, ქამრები, ხელთათმანები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვ.);
2. სპეციალური დანიშნულების (აღჭურვილი სპეციალური თვისებებით).

მშენებლობაში რეზინს იყენებენ სადებებად, ქვესადებებად, ჰერმეტიზაციისა და იზოლაციისთვის გადახურვებში, სარდაფებში, საძირკვლებში, კედლებსა და სვეტებში ანტისეისმურ დემპფერებად და ა.შ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები