ჩიხტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:57, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიხტა

ჩიხტი - (ჩიხტა) - გათხოვილი ქალის თავზე დასადგამი თავსაბური. მასალად გამოიყენებოდა ერთმანეთზე დაწებებული ქაღალდების წყება ან ხის თხელი ბწკალი, რკალისებურად მოყვანილ და თავზე მორგებულ ამ თავსარქმელს უკანა განიერი ნაწილი შედარებით ბრტყელი ჰქონდა და დაქანებულიც. ნაპირებს ქობად შემოსდევდა თალხი ფერის ნაჭერი - „კიდურისსადები“, რომელთა შორის თავსაკრავს ათავსებდნენ. ჩიხტას ზემოდან ეფინებოდა ლეჩაქი, რომელიც ჩიხტში ჩადებულ კოპზე ქინძისთავებით მაგრდებოდა.

ქართული თავხურვის ეს ელემენტი XIX ს. საქართველოში ორი ფორმითაა ცნობილი: ა. მაღალი ჩიხტა ბ. დაბალი, ანუ „კახური ჩიხტა“, თუ მაღალი ჩიხტას მომხმარებლად მაღალი წოდების ქალები ჩანან, დაბალი ჩიხტა მასობრივად იყო გავრცელებული. გათხოვილი ქალები სახლშიაც თავდახურულები იყვნენ. ჩიხტას საოჯახო პირობებში ამზადებდნენ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები