აზოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:57, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აზოტი – (არაბ. az-zāwūq ვერცხლისწყალი), ქიმიური ელემენტი, ინერტული, უფერული გაზი, რომელსაც არა აქვს სუნი, გემო და ხელს არ უწყობს წვას;
ქიმიური სიმბოლო – N;
ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი (78%).
სიმკვრივე: −195,8°C ტემპერატურაზე –808 კგ/მ3, ნორმალურ ტემპერატურაზე – 1,251 კგ/მ3;
დუღილის ტემპერატურა – −195,75°C.
შედის ყველა ცოცხალი ორგანიზმის შედგენილობაში, მონაწილეობს ბუნებაში ნივთიერებათა წრე-ბრუნვის რთულ პროცესში. თხევადი აზოტი გამოიყენება დაბალი ტემპერატურის მისაღებად, აირადი აზოტი – ინერტული გარემოს შესაქმნელად ელექტრონათურებში, ვერცხლისწყლის თერმომეტრებში, მაღალი ტემპერატურის გასაზომად, წვადი სითხეების გადასაქაჩად და სხვა.