თერმომეტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თერმომეტრი − (ლათ. thérmē სითბო, სიცხე და ბერძ. métron გაზომვა), ტემპერატურის საზომი ხელსაწყო, რომლის მოქმედება ემყარება მასში გამოყენებული ნივთიერების რომელიმე ფიზიკური თვისების ტემპერატურაზე დამოკიდებულებას, როგორიცაა სითბური გაფართოება (სითხიანი და მანომეტრული თერმომეტრი), ლითონებისა და ნახევრადგამტარების ელექტრული წინაღობა (თერმისტორი და წინაღობის თერმომეტრი) და სხვ. მრეწველობაში –60°C-დან +550°C-მდე ტემპერატურის გასაზომად სარგებლობენ მანომეტრული თერმომეტრით. არსებობს თერმომეტრის სახეები: აბაზანის, აკვარიუმის, აკრილური, ბიმეტალური, გაფართოების, დასველებული, დიფერენციალური, ელექტრული, ვერცხლისწყლის, ზეთის, თერმოელექტრული, თვითმწერი, ინფრაწითელი, კაპილარული, კონტაქტური, მანომეტრული, მარეგისტრირებელი, მაქსიმალური, მებაღის, მინის, მოლაპარაკე, მშრალი, ნავთიანი, ოთახის, საბოილერო, სადისტანციო, სამედიცინო, სასუვენირო, სითხიანი, სპირტის, ტექნიკური, უკონტაქტო, უნივერსალური, ფანჯრის, ციფრული , წინაღობის, წყალბადიანი, ჰიგრომეტრიანი და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები