დაწნეხილი ძელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:00, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაწნეხილი ძელი

დაწნეხილი ძელი – საქარხნო პირობებში დამზადებული დაწნეხილი ძელი, რომელიც შედგება ნახერხის, კაუსტიკური მაგნეზიტისა და ბიშოფიტისაგან. ძელის განივკვეთის მაქსიმალური ზომებია 250×150 მმ, ხოლო სიგრძე – ნებისმიერი. მასალა უწვადია, არ ლპება და გამოირჩევა ბიომედეგობით. ინდივიდუალური სახლის ასაგებად გამიზნულ ძელებს აქვთ ქიმი და ღარი; ქიმზე დაიტანება ბიშოფიტისა და მაგნეზიტის ხსნარი და ჩაისმება ღარში. ამ გზით მიიღება შეერთება, რომლის სიმტკიცე ისეთივეა, როგორც მონოლოთური ბლოკის. ძელის გვერდითი გლუვი ზედაპირი სუფთაა და არ საჭიროებს დამატებით დამუშავებას. მიუხედავად მრავალი დადებითი თვისებისა, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ის, რომ დაწნეხილი ძელის დამზადებისას შემკვრელად გამოყენებული მაგნეზიური ცემენტი (ქსილოლიტი, სორელის ბეტონი) არამდგრადია წყლის მიმართ, ამიტომ მისგან დამზადებული კონსტრუქციები საჭიროებენ საიმედო ტენდაცვას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები