ცოკოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:16, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცოკოლი – შენობის გარე კედლის ქვედა ნაწილი, ჩვეულებრივ რამდენადმე შვერილი, შენობის საფუძველი, რომელიც უშუალოდ საძირკველს ეყრდნობა. ცოკოლის გარე (მიწისზედა) ზედაპირებს აკეთებენ ხანგამძლე მასალებისაგან: გრანიტი, ბაზალტი, ტუფი, კლინკერის აგური, მოჯავშნული აგური, მკვრივი ბეტონი, ქვიშაქვა და სხვ. მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შესაძლებელია მსხვილგაბარიტიანი ბეტონის ბლოკების და რკინაბეტონის პანელების გამოყენებაც;