გარდატენის მწვანე საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 24 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარდატენის მწვანე საყდარი - საყდარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 6 კილომეტრში მდებარე სოფელ გარდატენიდან აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე. აგებულია X-XI საუკუნეებში.

აღწერილობა

გარდატენის მწვანე საყდარი ფერიცვალების სახელობისაა. იგი დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, მოპირკეთებულია ნატეხი მომწვანო ფერის ტუფის ქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია გადახურვა და დასავლეთის კედელი, ნაწილობრივ სამხრეთისა. ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის სათავსებია. დარბაზის გრძივი კედლების ორ წყვილ პილასტრაზე გადადიოდა სამ-სამი დეკორატიული თაღი.

ბიბლიოგრაფია

1.გარდატენი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-52-55. სოფ. გარდატენის სხვადასხვა ეპოქაში აგებული მატერიალური ძეგლების (დანახვისის წმ. გიორგის, ღვთისმშობლის, ვერეს ღვთისმშობლის, მწვანე საყდრის, ორსაყდრის ღვთისმშობლის, დიდი გარდატენის ღვთისმშობლის, წმ. ნინოს სახელობის, ჯებირის ეკლესიების, ვერესა და წედისის ციხეების ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ძეგლების ფოტოები და გეგმები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები