ქვიშაქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვიშაქვა − (რუს. песчаник) – ნატეხი დანალექი მთის ქანი – შეცემენტებული ქვიშა. შედგება ძირითადად კვარცის მარცვლებისაგან მინდვრის შპატის მინარევებით. გამოიყენება როგორც საშენი მასალა, აგრეთვე როგორც აბრაზივი (დოლაბის ქვა, სალესი ქვა და სხვ.). მარცვლის სიდიდის მიხედვით განარჩევენ: წვრილმარცვლოვან (0,1-0,25 მმ), საშუალომარცვლოვან (0,25-0,5 მმ) და მსხვილმარცვლოვან (მეტი 0,5 მმ-ზე) ქვიშაქვებს. არსებობს ქვიშაქვების მრავალი სახეობა: კვარცული, კვარციტისებრი, გლიფთომორფოზული, მინდვრისშპატ-კვარცული, კვარცულ-დოლომიტური, ქარს-კვარცული, არკოზული, გლაუკონიტური, გრაუვაკური, მაგნეტიტური), კირიანი, თიხოვანი ნუმულატებით, სპონგოლითური და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები