Orchis simian Lam
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:47, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Orchis simian Lam. – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchideae). მრავალწლიანი ბალახოვნი მცენარეა. მცენარის ღერო 20-50 სმ სიმაღლისაა, 4-5-ფოთლიანი, მოყვანილობით – მოგრძო-ლანცეტა, მობლაგვო, ვაგინიანი ფოთოლი 1-2-ია. ყვავილედი ხშირია, მრავალყვავილიანი, კვერცხისებური; ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები მონაცრისფრო-იისფერია. ტუჩი ღია ვარდისფერია, მისი შუა ნაკვთი წინწკლებიანია, გვერდითი ნაკვთები – ვიწრო-ხაზური და მოღუნული. შუა ნაკვთი გაყოფილია ორ ვიწრო-ხაზურ ნაწილად და მათ შორის სადგისისებური კბილია. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის შუა სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ დედოფლისწყაროს მიდამოებში, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.