Iris sibirica L
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:40, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Iris sibirica L. - ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილსაფარი ლურჯია, მოიისფრო ზოლებიანი; ყვავილსაფრის მილი თითქმის შეუმჩნეველია, ზარისებური. ყვავილსაფრის ფოთლებს წვერზე ამონაკვეთი არა აქვს. ფოთლები ხეშეშია, მოყვანილობით – ვიწრო-ხაზური და გრძლად წაწვეტებული. ღერო მაღალია. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთის ზედა და სუბალპურ სარტყლებში მაღალ ბალახეულობაში, ტენიან, დაჭაობებულ მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე – სოფ. ომალოს მიდამოებში.