ანდრიაპაპა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:54, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანდრიაპაპა – (Ranunculus illyricus L.); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). 10-45 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე შებუსულია ვერცხლისფერი ან მორუხო ბეწვით. ღერო სწორია, მარტივი ან ზედა ნაწილში სუსტად დატოტვილი ფესვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანი და თათის მსგავსად ღრმადაა გაყოფილი 3-7 ხაზურ ნაკვთად ზედა ფოთლები ხაზურია, მთლიანი, მჯდომარე. გვირგვინი ოქროსფერ-ყვითელია. ყვ. ნაყ. IV-VI. დაბლობისა და მთსიწინეთების მშრალი ფერდობებისა და ბუჩქნარების მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლის მიდამოებში, ცნობილია ქართლშიც.