კავკასიური იორდასალამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:40, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კავკასიური იორდასალამი – (Paeonia caucasica [Schipcz.] Schipcz. = Paeonia daurica corifolia [Rupr.] D.Y. Hong); ოჯახი: იორდასალამისებრნი (Paeoniaceae). 50-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია ან ოდნავ დაკლაკნილი. შეფოთლილი. ფოთოლი ორივე მხარეს შიშველია ან ქვემოდან შებუსული. ფოთლის ნაკვთები მოგრძო-ოვალურიდან თითქმის მომრგვალომდეა. ყვავილი მეწამული ფერისაა, გვირგვინის ფურცლები უკუკვერცხისებურია. მტვრიანას ძაფები მეწამულ-წითელია. ყვ. ნაყ. IV-VI. დაბლობისა და მთის ქვედა სარტყლის მცენარეა. იზრდება მუხნარებსა და რცხილნარებში, ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფლების – უჯარმისა და ბაკურციხის – მიდამოებში, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში.