ტოლი (სამშენებლო მასალა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:06, 22 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტოლი (სამშენებლო მასალა) – (ფრანგ. tôle ფურცლოვანი რკინა < ლათ. tabula ფირფიტა, ფიცარი) სახურავისა და კონსტრუქციების ჰიდროსაიზოლაციო მასალა, რომელიც მიიღება საბურულე მუყაოს გაჟღენთვით ქვანახშირის ან ფიქალის კუპრით. გამოდის რულონების სახით. სხვა საბურულე მასალებთან შედარებით (პერგამინი, რუბეროიდი) ტოლის სამსახურის ვადა გაცილებით ნაკლებია, ამიტომ ის უპირატესად გამოიყენება დროებითი ნაგებობების ბურულის მოსაწყობად, სამაგიეროდ ფართოდ იყენებენ სამშენებლო კონსტრუქციების ჰიდრო- და ორთქლ-საიზოლაციოდ.