პართენონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:23, 21 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პართენონი, ათენი

პართენონი(ბერძნ.) ათენის მთავარი ტაძარი, რომელიც აღუმართეს ქალაქის მფარველს, ქალწულ ათენას („პართენოს“ ბერძნულად „ქალწულს“ ნიშნავს). ტაძრის მშენებლობა, რომელსაც სახელოვანი ხუროთმოძღვარი ფიდიასი ხელმძღვანელობდა, ძვ. წ. 432 წელს დასრულდა. მშენებლობაში ძირითადად გამოყენებულია პენტელიკონის მარმარილოს ქვა. პართენონი ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატიის სიმბოლოდ ითვლება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კულტურული მონუმენტია. მან ნანგრევების სახით მოაღწია ჩვენამდე. მიუხედავად ამისა, იგი დღესაც ხიბლავს მნახველს თავისი გრანდიოზულობით, სილამაზითა და პროპორციათა სრულყოფილებით.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები