თავშავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:59, 2 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თავშავა - (Origamurm Vulgare L.) ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახეული მცენარეა. იზრდება უზბეკეთში, ყირგიზეთის მთის ფერდობზე. ყაზახეთსა და ალტაის მთებში. ეს მთავარი თაფლოვანია. ყვავილი წვრილია, მკრთალი ვარდისფერი, თავმოყრილი მოკლე ნახევარ საგველად ზედა ფოთლის კუთხეში. ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე. ღალიანობა 1 ჰა-ზე —80—100 კგ, საკონტროლო სკის სადღეღამისო წონამეტი 3—4 კგ.