მშენებლობა (შენობების აგების პროცესი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:39, 25 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მშენებლობა – შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესი, რომელიც შეიცავს მოწყობილობების მონტაჟის, ტრანსპორტირების, დამხმარე ნაგებობების აგებისა და სხვ. სამუშაოებს. მშენებლობას მიეკუთვნება აგრეთვე შენობა-ნაგებობების რემონტი, რეკონსტრუქცია, აღდგენა, დემონტაჟი, საკომუნიკაციო ქსელების აგება, ლანდშაფტური მშენებლობა და სხვ.
არსებობს მშენებლობის სახეები: ასაწყობი, ასაწყობ-მონოლითური, დაუმთავრებელი, ინდუსტრიული, კაპიტალური, კერძო, მიწისზედა, მიწისქვეშა, მონოლითური, მსხვილბლოკური, მსხვილპანელოვანი, ნაკადური, საავიაციო, საგზაო, საზღვაო, სამდინარო, სამოქალაქო, სამრეწველო, სამხედრო, სარკინიგზო, სასოფლო, სატრანსპორტო, სესმომედეგი, უნებართვო, ჰიდროსამელიორაციო, ჰიდროტექნიკური და სხვ.