საშენი მასალების კლასიფიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საშენი მასალების კლასიფიკაციასაშენი მასალები და ნაკეთობები, ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად, იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

1. ბუნებრივი – შემადგენლობისა და შიგა აგებულობის შეუცვლელად: არაორგანული (ქვის მასალები) და ორგანული (ხის მასალები, ლელქაში, ჩალა, კაჭაჭი, ნალესი, მატყლი, კოლაგენი);

2. ხელოვნური – გამოუწვავი (მყარი ნორმალურ პირობებში); ავტოკლავური (გამყარებული მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში); არაორგანული (კლინკერული და კლინკერის, თაბაშირის, მაგნეზიისა და სხვ. შემცველი ცემენტები); ორგანული (ბიტუმი, ემულსია, პასტა); კომპლექსური (რამდენიმე სახის მინერალური ნივთიერების ნარევი); კომპაუნდირებული (ორგანული მასალების ნარევები და შენადნობები); კომბინირებული (მინერალური ნივთიერებების გაერთიანება ორგანულ ან პოლიმერულ მასალებთან); გამომწვარი (ცხელი ნადნობის გამყარება); წიდური (წიდის ქიმიური შედგენილობის მიხედვით); კერამიკული (თიხისა და მისი კომპონენტების სახეების მიხედვით); მინამასიური (შიხტის ტუტიანობის მაჩვენებლის მიხედვით); ქვის სხმული (მთის ქანის სახეობის მიხედვით); კომპლექსური (შესაერთებელი კომპონენტების მიხედვით, მაგ., წიდაკერამიკული, მინაწიდური და სხვ.).


გამოყენების მიხედვით: კონსტრუქციული (აგური, ბეტონი, ცემენტი, ქვა, ლითონი, მინა, ხისა და პლასტმასის მასალები) და სპეციალური დანიშნულების (თბო-, ბგერა- და ჰიდროიზოლაციური, მოსაპირკეთებელი და სხვ.).


მშენებლობის დანიშნულების, პირობებისა და შენობების ექსპლუატაციის მიხედვით შეირჩევა საჭირო ხარისხისა და დამცავი თვისებების მქონე საშენი მასალები. მაგ., გარე კედლის მასალას უნდა ჰქონდეს მინიმალური თბოგამტარობა; ჰიდროსამელიორაციო დანიშნულების ნაგებობებს – წყალშეუღწევადობა და მდგრადობა დასველება-გაშრობის მიმართ; გზის საფარს (ასფალტს, ბეტონს) – საკმარისი სიმტკიცე და მცირე ცვეთადობა და ა.შ. საშენი მასალები უნდა აკმაყოფილებდეს შენობისა და მისი კონსტრუქციების მედეგობის, საიმედოობისა და ხანგამძლეობის კონკრეტულ პირობებს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები