მალაქიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:34, 21 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მალაქიტი − (ბერძ. malachē ბალბა (სახელი ეწოდა მცენარის ფოთლის ფერთან მსგავსების გამო), კარბონატების კლასის მწვანე, მოცისფრო, ზოგჯერ მურა ფერის მინერალი. ქიმიური ფორმულა – Cu2CO3(OH)2. სიმკვრივე 3750-3950 კგ/მ3. წარმოიქმნება სპილენძის სულფიდური მადნების დაჟანგვის ზონაში. ძვირფასი სანახელავო ქვა. გამოიყენება შენობის ინტერიერების მოსაპირკეთებლად, სამკაულად, სპილენძის მოსაპოვებლად და სხვ.