ჯოიანის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯოიანის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდგორის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, 500 მეტრზე, ფერდობზე, ხევისწყლის მარცხენა მხარეს. თარიღდება გვიანდელი ფეოდლურია ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,65X4,5 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და კირის ხსნარით. 2019 წელს ეკლესიას, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მცირე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. შესრულებული სამუშაოების შედეგად: სახურავის ფერდობები შეივსო პემზა-კირბეტონის დამატებით. მოეწყო ღარიანი კრამიტით კირდუღაბით. დაზიანებული კედლების ნაკერები ამოივსო კირდუღაბით

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია.

ფასადები მოპირკეთებულია დიდი ზომის რეგულარულად ნაწყობი ქვიშაქვით. კარის არქიტრავის ქვაზე წრეში ჩასმული ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესიას წრეთარგისა და ლილვისაგან შედგენილი ლავგარდანი აქვს. სამხრეთოდან ეგვტერი ყოფილა მიშენებული (შემორჩენილია ფრაგმენტები).

ეკლესია დგას ფეოდალური ხანის ნასოფლარის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ტყით არის დაფარული. შემორჩენილია ქვითკირის შენობათა ნანგრევები.

2018 წლის 15 თებერვალს, სოფელ თელოვანთან მდებარე ჯოიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები