ბარიტი
ბარიტი − (ბერძ. barys მძიმე) – მძიმე შპატი ბარიუმის მინერალის სულფატების კლასიდან. ქიმიური ფორმულა – BaSO4. სუფთა სახით უფერო, გამჭვირვალე ან თეთრი მასალაა, თუმცა ჩვეულებრივად რკინის ჟანგეულების, სულფიდების ზემოქმედებით იღებს სხვადასხვა ფერს. სიმკვრივე 4,3-4,7 გრ/სმ3. მისი თანამდევი მინერალებია: ფლიორიტი, კალციტი, კვარცი, გემატიტი, ჰალკოპირიტი, სტიბნიტი (ანტიმონიტი), გალენიტი, სფალერიტი, მარკაზიტი. გამოიყენება ბარიუმის მარილების, თეთრას, ემალის, ჭიქურის ნედლეულად; რეზინის, აფსკის, ლინოლეუმის, ქაღალდის დამზადებისას შემავსებელად; საბურღი დუღაბის სიმტკიცის ასამაღლებლად. ბარიტი გამჭვირვალე კრისტალები ფართოდ გამოიყენება ოპტიკურ ხელსაწყოებში და რენტგენის გამოსხივებისაგან დასაცავად. საბადოები გავრცელებულია ინგლისში, რუმინეთში, იტალიაში. საქართველოში ბარიტის მოპოვება ხდება იმერეთში (ჩორდი, წყალტუბო).