მძიმე ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მძიმე ბეტონი

მძიმე ბეტონი (ჩვეულებრივი ბეტონი) − მკვრივი აგებულების, ცემენტის შემკვრელსა და მკვრივ შემვსებზე (ქვიშა, ხრეში, ღორღი, გრანიტი, ბაზალტი, კირქვა და სხვ.) შედგენილი, მსხვილმარცვლოვანი, გამყარების ყოველგვარ პირობებში დამზადებული ბეტონი. სიმკვრივე – 2200-2500 კგ/მ3; სიმტკიცე – 10-80 მპა. შედგენილობის და ნედლეულის შერჩევით შეიძლება მივიღოთ საჭირო წყალუჟონადობის, ყინვამედეგი, სწრაფგამაგრებადი, მაღალი სიმტკიცისა და სხვა კომპლექსური თვისებების ბეტონი, რომელიც შეესაბამება პროექტის მოთხოვნას. მძიმე ბეტონი გამოიყენება სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სხვადასხვა ნაკეთობასა და კონსტრუქციაში, ჰიდროტექნიკურსა და საგზაო მშენებლობაში, საინჟინრო და სპეციალურ ნაგებობებში. ნაკეთობა და კონსტრუქცია შეიძლება დამზადდეს ქარხანაში ან დაბეტონდეს უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე (მონოლითური ბეტონი). როგორც წესი, ბეტონში იყენებენ ადგილობრივ შემვსებს. მათ არჩევენ იმ თვალსაზრისით, რომ მიიღონ საჭირო თვისების ბეტონი ცემენტის მინიმალური ხარჯით. ბეტონის ნარევის სათანადო ადვილჩაწყობადობას უზრუნველყოფენ წყლის ოპტიმალური ხარჯით, ბეტონის სიმტკიცეს კი – წყალცემენტის ფარდობისა და ცემენტის ხარჯის სწორი შერჩევით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები