ღოღობერიძე ლანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:15, 19 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლანა ღოღობერიძე – დაიბადა 1928 წლის 13 ოქტომბერს თბილისში. თარგმანების ავტორი. საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი. საქართველოს სახალხო არტისტი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1950); ასპირანტურა (1953);
სამუშაო გამოცდილება
- კინორეჟისორი.
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი;
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №2 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ერთობა“, ფრაქცია „ლიბერალების“ თავმჯდომარე.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1999-2005).
პრემიები
საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი მთარგმნელები
- ქართველი რეჟისორები
- ქართველი დიპლომატები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- საქართველოს სახალხო არტისტები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ღოღობერიძეები