ღოღობერიძე ლანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლანა ღოღობერიძე

ლანა ღოღობერიძე – ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, თარგმანების ავტორი. საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი. საქართველოს სახალხო არტისტი დიპლომატი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში (1999-2005), საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში (2006-2009)

დაიბადა 1928 წლის 13 ოქტომბერს თბილისში.

1950 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი;
1958 წელს კი – კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
1953-1954 წლებში იყო ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი;
1958 წლიდან – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი რეჟისორი;
1982 წლიდან კინოსტუდია – „დროს“ სამხატვრო ხელმძღვანელი;
1983-1988 წლებში – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო სახელოსნოს პედაგოგი.
1989 – არჩეულ იქნა ქალ კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად, შტაბბინა – ლონდონი.
1993-1999 – ორი მოწვევის, საქართველოს პარლამენტის წევრი;
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
ევროპის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელი.
მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებაში.
საქართველოში კინოფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელობდა სარეჟისორო ფაკულტეტის ორ სახელოსნოს. მის სტუდენტთა შორის იყვნენ გოდერძი ჩოხელი, ზაზა ურუშაძე.

გამოცემული აქვს არა ერთი თარგმანი – ო. უიტმენი, რ. თაგორი, ასევე უცხოური პოეზია ქართულად, რომელშიც შედის ფრანგული, ინგლისური და რუსული ნაწარმოებები.

„ფილმების ერთობლიობასა და ფრანგი პოეტების თარგმნის გამო“ ქალბატონი ლანა დაჯილდოვებულია არაერთი საერთაშორისო პრიზით, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

არის არაერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი: „გელათი“, „თბილისი 1500 წელი“, „ერთი ცის ქვეშ“, „მე ვხე დავ მზეს“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

არის ევროპის კულტურის ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი, შტაბბინა – ვენეცია.

ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი.

საქართველოს კინო აკადემიის ბორდის წევრი.

2016 – შტუტგარტში ჩატარდა მისი ფილმების ჩვენება, სადაც აფიშაზე „ლეგენდარული ლანა ღოღობერიძე“ უწოდეს.

ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობას, ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, რაბინდრანათ თაგორის, პოლ ვერლენის, ანა ახმატოვას, ბორის პასტერნაკის და სხვების ლექსები.

უოლტ უიტმენი
თარგმნა ლანა ღოღობერიძემ
შენს ლაღ სიმღერას
ჩრდილოეთის ცივ უდაბნოში
მე გაკვეთილად ვაღიარებ, ობოლო ჩიტო,
ამიერიდან მეც ღიმილით შევეყრები
გამყინავ ქარებს,
მსუსხავ სიცივეს, მისუსტებულ მაჯისცემას,
დაფანტულ ფიქრებს.
ამ შეთოვლილ თმებს, უღონობას, უილაჯობას,
ზამთრის ტყვეობას – ჩემს სიბერეს
(ო, რა სიცივე, რა სიცივე მესტუმრა უცებ;
მე შენი რწმენით აღვივსები, ობოლო ჩიტო,
სამარადჟამოდ.
და მე ვუმღერებ განა მარტო სიჭაბუკეს,
ზაფხულის სითბოს და ტალღების
მხიარულ ჩქაფუნს, –
ყინულთა შორის მომწყვდეული,
დატყვევებული და უმოძრაო,
მე პირქუშ ღრუბლებს – წლებით მოტანილს
გასხსნილი გულით ვეტყვი სიმღერას.
სამუშაო გამოცდილება
  • კინორეჟისორი.
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი;
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
  • მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №2 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ერთობა“, ფრაქცია „ლიბერალების“ თავმჯდომარე.
  • მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
  • საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1999-2005).
პრემიები და ჯილდოები
  • საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი.
  • ღირსების ორდენის კავალერი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები