ეკიზაშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:17, 23 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკიზაშვილი გიორგი – (1943), მწერალი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი. შეცვლილი სახელი – ჟორჟ. დაიბადა ბათუმში. 1964 წელს დაამთავრა თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტლიტერატურის სპეციალობით. არის პედაგოგი, მრავალი თარგმანის ავტორი. ნათარგმნი აქვს მოლიერის, გი დე მოპასანის, ჟან პოლ სარტრის, შარლ ბოდლერის, ფრანსუაზა საგანის, ალენ რობ გრიეს, ალბერ კამიუს, მორის მეტერლინკის, პიერ პეჟუს, მიშელ უელბეკის, ანდრე მორუას, არტურ რემბოს, გიიომ აპოლინერის, ნატალი საროტის, სემუელ ბეკეტის და სხვათა ნაწარმოებები. გამოაქვეყნა ლექსების ორი კრებული: „ტრამალები” (2002) და „ბილიკები” (2006); ნოველების ორი კრებული ფრანგულ ენაზე: „თოვლი” და „კითხვა” (2003).