ლარაძე პეტრე
ლარაძე პეტრე − (1770 − 1837), იყო პოპულარული პოეტი და ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი. ცნობილია მისი ფსევდონიმები; „ყარიბი”, „ეგრისელი” და „არტანუჯელი”. მისი წინაპარი XVII საუკუნეში სამეგრელოდან გადმოსულა ქვემო ქართლში და იქ დამკვიდრებულა. განაგებდა თბილისის სამეფო წიგნსაცავს; მონაწილეობდა პოლიტიკურ დაჯგუფებაში; 1803 -1810 წლებში თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად სპარსეთს იყო გადახვეწილი; 1810 წლიდან პეტერბურგში ცხოვრობდა; მე-19 საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა. მას ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული „მრავალფერყვავილოვანი”, პოემები: „საქართველოს ძველი დროის თავგადასავალი”, „დილარიანი”, „სახე-მგოსანი”და სხვა. ლარაძის პოეზიაში აისახა ყველა ის საკითხი, რომელიც აღელვებდა მე-18-19 საუკუნეების მიჯნის ქართულ მწერლობას. იხსენიებოდა „ყარიბის”, „ეგრისელისა” „არტანუჯელის” ფსევდონიმითაც. ცნობილია, აგრეთვე, პეტრე ლარაძის მთარგმნელობითი, ლექსიკოგრაფიული და კალიგრაფიული ნამუშევრები.
- მზე ვნახე მჭვუნვარედ
- მზე ვნახე მჭმუნვარედ, ჟამი მხვდა მწარე.
- ვიქმენ დამწყეველი სვისა და სვისა,
- ამად გლოვა ჩემი ვერღა დაეფარე,
- ვსტირ მომდურავი სვისა და სვისა.
- დავემხევ მკადრები, შიშით მძრწოლარე,
- ვჰკადრე: მზეო, ღრუბლით რად დაიფარე?
- გავსილო მთოვარევ, რად იბუნდარე?
- ჰბრძანა: უპირობა სვისა და სვისა.
- ვიგრძენ, მრისხანებდა ამაყად ვარდი,
- კვლავღა მოხსენებად შიშით შევზარდი,
- ვსთქვარე სისხლის ცრემლი, შემექმნა დარდი,
- დავგმე მალი ბრუნვა სვისა და სვისა.
- გულსა გამეხებით ინდელთ ისარნი
- დამესხნეს საკვდავად, მდის სისხლის ღვარნი,
- ნარინჯთა მიდამო ტკბილად საყვარნი
- ჰკრძალა, დახე, ქცევა სვისა ·და სვისა!
- ჭმუნვა მთიებისა შემექმნა მკვლელად,
- უწყის, მზემან მისმან, ვარ მისთვის ხელად,
- სახმილი მეგზნების გულსა შემწველად,
- მასვე ძალუძს შეცვლა სვისა და სვისა.