თუმანიშვილი მიხეილ (მოლაყბე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუმანიშვილი მიხეილ − (1818 − 1875), ფსევდონიმი — მოლაყბე. ეთნოლოგი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი. დაიბადა სოფელ ხელთუბანში (გორი). 1831-1836 წლებში სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. 1837 წლიდან იმყოფებოდა სხვადასხვა სამოხელეო თანამდებობაზე. მიხეილ თუმანიშვილს მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის და ჟურნალისტიკის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია; ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს ნ. ბარათაშვილთან ერთად მონაწილეობდა პოეზიის „ანთოლოგიის” შედგენაში (1833, გადაწერილია მისი ხელით); ხელმძღვანელობდა ხელნაწერი ჟურნალის „თბილისის გიმნაზიის ყვავილის” გამოცემას (1835, რუსულ ენაზე); ითვლებოდა თეატრის პირველ კრიტიკოსად საქართველოში; მის წერილებში, მოცემულია გიორგი ერისთავის თეატრის დაარსების ისტორია, მსახიობების დახასიათება, განხილულია პიესები. წერილებს ბეჭდავდა გაზეთებში: „კავკაზ”, „დროება” და ჟურნალ „ცისკარში”; 1857 წლიდან მოლაყბის ფსევდონიმით ჟურნალ „ცისკარში” იბეჭდება მისი ცნობილი ფელეტონები. თარგმნა პუშკინის „ბახჩისარაის შადრევანი”, „კავკასიის ტყვე” და სხვა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები